23:01 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-25 09:42:56, 1499 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ანტიკრიზისული გეგმა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  ანტიკრიზისულ გეგმას უმაღლეს შეფასებას აძლევს. მისი თქმით გეგმაში წარმოდგენილია ის ძირითადი მნიშვნელოვანი დახმარების  პაკეტი, რომელიც ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს.

„პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების" გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა ნამდვილად იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. ამ გეგმაში წარმოდგენილია ის ძირითადი მნიშვნელოვანი დახმარების  პაკეტი, რომელიც ესაჭიროება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, სხვადასხვა სოციალურ ფენას, რომელიც ამ გლობალური გამოწვევის ფონზე ყველაზე მეტად დაზარალდა. ასი ათასობით ოჯახი ისარგებლებს ანტიკრიზისული გეგმით.

წარმატება, რომელიც გვაქვს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ერთმნიშვნელოვნად დადებითადაა შეფასებული საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს წარმატება უნდა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყნის ლოგიკურ გამარჯვებამდე.

ვირუსთან ბრძოლის პარალელურად უნდა გადავარჩინოთ ეკონომიკა, სამუშაო ადგილები. ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია დახმარება თვითდასაქმებულებისთვის, პენსიონერებისთვის, დაბალი სოციალური ქულების მქონე ადამიანებისთვის, პირებისთვის ვინც დაკარგა სამსახური.

ყველაფერი კეთდება ერთის მხრივ მოქალაქეების დასახმარებლად, ამავე დროს დამსაქმებელთა ხელშესაწყობად, რომ მათ მძიმე ტვირთად არ დააწვეთ შემცირებული შემოსავლების ფონზე სამუშაო ადგილების შენარჩუნება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics