23:42 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 20:45:56, 2453 ნახვა

მსოფლიო
რა სტატისტიკაა ჩრდილოთ კორეაში, კორონავირუსის ეპიდემიის რეალური მასშტაბები

ეპიდემიის რეალური მასშტაბი, ჩრდილოეთ კორეში გაცილებით დიდია ვიდრე ამას ხელისუფლება იუწყება - ამის შესახებ ქვეყნიდან გაქცეული მოქალქე, კიმ მი იონგი “Daily Mail”-თან საუბრობს.

კიმ მი იონგი ჩრდილოთ კორეის ხელისუფლებაში მაღალ პოსტს იკავებდა.

მისი თქმით, ხელისუფელბა თავგანწირვით ცდილობდა დაემალა გარდაცვლილთა რეალური რიცხვი, რადგან მათ ხალხის რეაქციის ეშინოდათ.

კიმ მი იონგის მტკიცებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეაში არცერთი ინფიცირებული არ არის აბსურდული ტყუილია.

„დაავადებულთა რეალური რიცხვი ძალიან დიდია, შეიძლება ეს რიცხვი იმაზე მეტია ვიდრე ევროპის ქვეყნებში“, - განაცხადა კიმმა.

მარტის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეა, რომელიც უარყოფდა თავის ტერიტორიაზე კორონავირუსის არსებობას, საერთაშორისო საბჭოს თხოვნით მიმართავს დახმარება გაუწიონ კორონავირუსთან ბრძოლაში.

ანონიმური წყაროები, ხაზს უსვამენ, რომ ჩრდ. კორეის ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიასთან წინააღმდეგობის გასაწევად ძალიან სუსტია.

თებერვლის დასაწყისში, ჩრდილოეთ კორეამ უცხოელ დიპლომატებს ქვეყანაში შესვლა და გამოსვლა აუკრძალა. მათ განმარტეს, რომ ეს ერთ-ერთი ხერხი იყო რაც ფხენიანმა კორონავირუსისგან თავისდასაცავად მიიღო.

უკანასკნელი ცონბებით, მსოფლიოში 2,6 მილიონ ადამიანზე მეტია დაავადებული კორონავირუსით, გარდაიცვალა 183 ათას 200 ადამიანი.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics