|
2020-04-24 18:53:25, 1775 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ბიზნესთან ერთად კომპანიებში დასაქმებულების სახელფასო ტვირთს გავინაწილებთ
„საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოღებული შეღავათი, პირველი რიგში მიმართულია იქითკენ, რომ კომპანიებმა მაქსიმალურად შეინარჩუნონ დასაქმებულები და არ დადგეს კითხვის ქვეშ იმ ადამიანთა დასაქმება, რომლებიც ამ კომპანიებში იღებენ ხელფასებს. ამისთვის ჩვენ ვინაწილებთ კომპანიებთან ერთად სახელფასო ტვირთს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შეღავათი შეეხება 6 თვის განმავლობაში ნებისმიერ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა ხელფასიც არის 1500 ლარი ან ნაკლები. მინისტრის განცხადებით, ასეთია დასაქმებულთა უმრავლესობა. დღეს პრემიერ-მინისტრმა, სახელისუფლებო გუნდთან ერთად, კრიზისის დაძლევის გეგმა წარმოადგინა, რომელიც შეეხება ყველა სეგმენტს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა დააზარალა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მოსახლეობის სოციალურ დაცვას, ბიზნესის მხარდაჭერასა და ეკონომიკის ამოქმედებაზე. მინისტრის ინფორმაციით, შეღავათი არ შეეხება მაღალი რანგის მენეჯმენტს. მისი თქმით, 1500 ლარამდე ხელფასის მქონე პირებს ხელფასის სულ მცირე 750 ლარის ოდენობაზე საშემოსავლო გადასახადი არ დაეკისრებათ. „ეს შეღავათი, ერთი შეხედვით, კომპანიას უმსუბუქებს საგადასახადო ტვირთს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ თავიანთი სამუშაო ადგილები და ხელფასები. მათ შორის, შეღავათი იმათაც შეეხება, ვისაც უკვე აქვს გადავადებული ეს გადასახადი", - განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)