|
2015-01-27 11:14:50, 2335 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის (PFM) მხარდამჭერი პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც კომპანია "ლუისბერგერის" ინსტიტუციური დეპარტამენტის დირექტორი დაფნე ბენაიოუნი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ „ექსპრესნისუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორამციით, „საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის“ მესამე ფაზის განხორციელების მხარდასაჭერად, საქართველოში მიმდინარე წლის 20 იანვრიდან დაიწყო ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტი და მისი მიზანია, ფინანსთა სამინისტროსთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის საკითხებში ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა 28 თვეა და იგი მთლიანად ორიენტირებულია ბენეფიციარი უწყებების მოთხოვნებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან, რათა სამინისტროს საჭიროებები და მოთხოვნები პასუხობდეს PFM-ის მიზნებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)