00:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-24 10:11:57, 1076 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია“, - ამის შესახებ სოფლი მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ფასებთან დაკავშირებითაც და განმარტა, რომ კონკრეტული გარემო უნდა იყოს ფასეისთვის შექმნილი, ხოლო იმის იქით მათი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოახდინონ პროდუქციის რეალიზაცია, მიიღონ შემოსავალი და არ დაზარალდნენ. რაც შეეხება ფასებს, უნდა იყოს კონკურენტული გარემო, იმის იქით ჩვენი პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდება. 

დღეს მაღალი ფასის მოთხოვნა ნიშნავს, რომ ყველა სახის ქართულ პროდუქტის სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინოს, რაც წარმოუდგენელია; ქვეყნის ბიუჯეტი, გადასახადის გადამხელების მიერ გადახდილი გადასახადები ამას ვერ აუვა. ჩვენ წინა წლებში მაისში გვქონდა ტურიზმის პიკი. მოლოდინი იყო, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვეყოლებოდა. მაისი არის თვე, როდესაც საქართველოში შემოდის ახალი, ცოცხალი პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული, რომელიც ქართული აგრარული წარმოების მნიშვნელოვანი პროდუქტებია. გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ლოგიკურია გაზრდილი ფასის მოლოდინი, მაგრამ დღეს მოხმარების და, შესაბამისად, მოთხოვნის ნაწილი შესუსტებულია. დღეს მოთხოვნა ისეთივე არ არის, როგორც ეს გასულ, 2019 წელს იყო", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics