23:08 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 15:32:39, 606 ნახვა

ეკონომიკა
ფოთელ ბიზნესმენებს შვედეთის დელეგაცია შეხვდა

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ვიზიტის შემდეგ, შვედეთის ქალაქ ოსტამარის დელეგაციის წევრები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფოთელ ბიზნესმენებსა და წარმოებითი სფეროს მესვეურებს შეხვდნენ. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ ფოთის მერიიდანა აცნობეს, ოსტამარის ვიცე-მერმა, ბატონმა იაკობ სპანგენბერგმა თავისი ქალაქის წარმოებით პოტენციალსა და ეკონომიკურ რეალიებზე ისაუბრა. 
კერძოს, მან აღნიშნა, რომ ოსტამარში კარგად არის განვითარებული მომსახურების, ვაჭრობისა და წარმოების სფეროები და ეკონომიკის ერთ-ერთ წყაროს ტურიზმი წარმოადგენს. 
ქალაქის მმართველობას მჭიდრო და პრაქტიკული ურთიერთობა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორთან, რაც წარმატებისა და სოციალური კეთილდღეობის საწინდარია.
ოსტამარის ვიცე-მერმა ფოთელ ბიზნესმენებს შვედეთში ტრენინგების გამართვა შესთავაზა, რაც ხელს შეუწყობს ფოთში წარმოებისა და ბიზნესის განვითარების გაუმჯობესებას. იაკობ სპანგენბერგმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს და კერძოდ ქალაქ ფოთს, ხელთ აქვს ეფექტური შესაძლებლობა ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ, უფრო მაშტაბურად და მარტივად გავიდეს ევროპის ბაზარზე.
შეხვედრა ორმხრივი დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. გამოითქვა სურვილი თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics