|
2020-04-23 15:37:53, 1955 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი - მუნიციპალიტეტები მცირე მაღაზიების ოპერირებისა და ფერმერების გადაადგილებისათვის გასცემენ საშვებს
მუნიციპალიტეტები მცირე მაღაზიების ოპერირებისა და ფერმერების გადაადგილებისათვის გასცემენ საშვებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზოგადოებისა და ფერმერების მხრიდან გამოჩენილი სოლიდარობით, გარკვეული შედეგების მიღწევა მოხერხდა. „მთავრობის მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯების და ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველოში გვაქვს კორონავირუსით გამოწვეული მინიმალური ფატალური და მცირე რაოდენობით დაინფიცირების შემთხვევები. საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიიღო კონკრეტული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თითოეული შეზღუდვა, რა თქმა უნდა, გულისხმობს დამატებით დისკომფორტებს ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს უკავშირდება უბრალოდ საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო საქმიანობას. სატრანსპორტი გადაადგილებების შეზღუდვამ და შეზღუდვის გაგრძელებამ, ვიცით, რომ ჩვენ მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა. მერწმუნეთ, რომ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო შეზღუდვების დაწესების გარეშე. ჩვენთვის უპირველესია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინტერესები, მაგრამ გვიწევს გარკვეული კომპრომისზე წასვლა. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, არის ის, რომ შედეგებს მივაღწიეთ საზოგადოების მხრიდან სოლიდარობით, მათ შორის, ფერმერების მხრიდან სოლიდარობით, რომლებიც ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული კატეგორია, ისინი ჩემი სფეროს წარმომადგენლები, ჩემი კოლეგები, მეგობრები არიან; მე თავად ამ სფეროს წარმომადგენელი დიდი ხანია ვარ. ჩვენმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა არ არის მათთვის ყველაზე კომფორტული პერიოდი; ბევრი სირთულე შეიძლება იყოს მათ საქმიანობაში; გამოსავალი არის თანამშრომლობაში და მეტ კომუნიკაციაში. გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ ფერმერებისთვის მივიღეთ, გვაძლევს საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები, გარკვეული დაბრკოლებებით, თუმცა შეფერხების გარეშე ჩაატარონ. შესაბამისი მუნიციპალიტეტები ფერმერებისთვის გასცემენ საშვებს გადაადგილებისთვის, ასევე მცირე მაღაზიების ოპერირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ უკვე განცხადდა ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, ჩვენ სატელეფონო შეტყობინებას ვუგზავნით ყველა ფერმერს საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფეხით გადაადგილებას ახლომდებარე საკარმიდამო, თუ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში, მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული არ არის. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ თითოეული გადაწყევტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არის რთული, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილებები მიიღება მყისიერად, ძალიან სწრაფად და იწვევს გარკვეულ შეფერხებებს კომუნიკაციაში. ცხელ ხაზზე მომართვიანობა რამდენიმე 100 000 ზარია და ამის გამკლავებაც ძალიან დიდ რესურს საჭიროებს; თუმცა, ერთ-ორ დღეში სიტუაცია სტაბილური ხდება. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ მოქალაქეებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან გადაწყვეტილებებს, რომელსაც მთავრობა აუცილებლობის გამო იღებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)