|
2020-04-23 14:32:07, 1527 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის ბაზრის ნაწილმა ფუნქციონირება დაიწყო
დღეიდან ზუგდიდის აგრარულმა ბაზარმა ნაწილობრივ ფუნქციონირება დაიწყო. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ნაწილობრივ ფუნქციონირებს ფოთის ბაზარიც. ,,აღდგომის დღესასწაულამდე ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ფუნქციონირებდა და სიტუაცია დამაკმაყოფილებელი იყო, ითვალისწინებდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს, დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადგომამდე როგორც ფოთში, ასევე ზუგდიდში მივიღეთ დიდი დატვირთვა. გარე პერიმეტრზე შეუძლებელი შეიქმნა დისტანციის დაცვა. დღეის მდგომარეობით, ვინაიდან მსუბუქი ავტომანქანების შეზღუდვა ძალაშია, დატვირთვა ბაზრებში შესაბამისად მინიმალურია. ამდენად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული დაიწყოს ფუნქციონირება, როგორც ფოთის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა, ასევე ზუგდიდის ბაზარში მდებარე სასურსათო მაღაზიებმა. პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების ზედამხედველობის სამსახურები მობილიზებულია და ამჯერად მდგონარება არის კონტროლირებადი“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)