|
2020-04-23 13:23:37, 1671 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა
„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა, არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაწესებული ჯარიმები მოქალაქეთა სიცოხცლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრინციპის პროპორციულია. „საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, დაწესებულია ერთი მხრივ, ადმინისტრაციული მეორე მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობაც და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთაც. ეს სანქციები არის სრულად პროპორციული, ვინაიდან ამ პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია, დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ მოსახლეობა და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამიტომ თუკი, ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ ჩვენ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ იმ ადამიანებს ვინც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, ეს არის მათი უპასუხისმგებლო განცხადება. ჩვენ გავაგრძელეთ საგანგებო მდგომარეობა რადგან ჩვენი მოქალაქეების, მათი შვილების, ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი ამ უმნიშვნელოვანესი სიკეთის დაცვა. ოპოზიციას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, სამწუხაროა, რომ ისინი კვლავ ამ რეჟიმში განაგრძობნ ოპონირებას", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)