|
2020-04-23 13:09:00, 9799 ნახვა
ომი უკრაინაში
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 8 გამოჯანმრთელებულ პაციენტი დატოვებს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, დღეს რამდენიმე საათში კლინიკას 8 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. მან ასევე აღნიშნა, რომ 17 პაციენტის განმეორებით ტესტირების პასუხს ელოდებიან და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხვალ 17 პაციენტი გაეწერება. „8 ინფიცირებული პაციენტი ეწერება დღეს კლინიკიდან, ანუ ბოლო 24 საათში რაც ყველაზე მეტად გვახარებს, რადგან ამდენი პაციენტი ერთად არ გაგვიწერია დღემდე. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17 და ველოდებით განმეორებით ტესტირების პასუხებს და თუ ხვალ ამ 17 პაციენტზეც უარყოფითი პასუხი მოვიდა 17-ვე დატოვებს ხვალ კლინიკას. რეანიმაციაში 8 პაციენტი გვყავს, აქედან 7 მართვით სუნთქვაზეა. პაციენტი, რომელიც 67 წლის მამაკაცია კლინიკაში 20 დღის წინ მოვიდა და მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება. მისი მდგომარეობის სიმძიმე, გარდა კორონავირუსისა გამოწვეულია მიმდინარე პოლიორგანული უკმარისობით, ფილტვ-გულის უკმარისობა, მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, მკურნალობას ვაგრძელებთ და ვანხოთ რა შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)