02:44 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-23 12:31:32, 1522 ნახვა

საზოგადოება
მთავრობამ აგრარული ვაჭრობის საბითუმო სავაჭრო პლატფორმა შეიმუშავა

 საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიკეტა. ამასთან ერთად, მთავრობამ აგრარული ვაჭრობისთვის საბითუმო სავაჭრო ქსელ „ჯიბეს“ ბაზაზე სავაჭრო პლატფორმა შეიმუშავა.

„ჯიბე“ აგრო პროდუქციის რეალიზაციას 2019 წლის ნოემბრიდან ეწევა, რისთვისაც უკვე მოწესრიგებულია სამაცივრე მეურნეობები, რამაც საშუალება მისცა გლეხებისა და ფერმერებისგან ადგილზე შეესყიდა პროდუქტი.

ამ ეტაპზე 5000 ტონამდე პროდუქციის დასაწყობება არის შესაძლებელი საწყობებში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სურსათის უვნებლობის სააგენტოს ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია.

9 აპრილიდან „ჯიბე“ 7-ჯერ ესტუმრა მარნეულის მუნიციპალეტიტის სხვადასხვა სოფელს და საერთო ჯამში 300-მდე გლეხისგან შეიძინა 77 ტონა ისეთი პროდუქტი, როგორიცაა კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი, ბროკოლი და სხვა.

პროდუქტის მობილიზება პირველ ეტაპზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხდება. მომდევნო ეტაპზე, ამ მხრივ, კომპანიის ოპერირების არეალი, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთში რეგიონებში გაფართოვდება. ამას გარდა, კომპანია „ჯიბე“ უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, მთელს საქართველოს მოიცავს. ცხადია, კომპანიის მხრიდან მოხდება ხარისხის კონტროლი პროდუქციის შესყიდვის დროს და ტრანსპორტირება განხორციელდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით.

„ჯიბე“ არის ერთადერთი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომლის საქმიანობის სპეციფიკა გულისხმობს პროდუქციის რეალიზაციას პირდაპირ საბითუმო საწყობებიდან. კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ ბითუმად შესყიდვებსა და გაყიდვებზე, გამომდინარე მისი ეფექტური საოპერაციო სისტემიდან და მინიმალური ფასნამატიდან, ის ხელს უწყობს ბაზარზე საბოლოო მომხმარებლისათვის ფასების მინიმალიზაციასა და ხელმისაწვდომობას.

კომპანიის ბიზნეს კონცეფცია მეწარმე იურიდიული პირების მხარდაჭერასადა მათთვის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ამ შემთხვევაში კი გლეხებისა და ფერმერებისაგან კომპანიის სისტემის გავლით პროდუქცია მოხვდება პირდაპირ საცალო და ქსელურ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში.

ამ ეტაპზე დედაქალქისა და მისი შემოგარენისათვის განისაზღვრა სამი ლოკაცია, სადაც მოხდება აგრო სასურსათო პროდუქციის დასაწყობება და რეალიზაცია. ეს არის ჯიბეს ბაზაზე არსებული სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, რომლებიც განლაგებულია შემდეგ მისამართებზე:

 

ცენტრალური თბილისისასთვის: დიდუბე, ერისთავის ქუჩა N5,

აღმოსავლეთ თბილისისათვის: ორხევი, ახვლედიანის ქუჩა N3

დასავლეთ თბილისისათვის: გლდანი, შეშელიძის ქუჩა N124

 

აღნიშნული ბაზებიდან მოხდება მხოლოდ საბითუმო გაყიდვების წარმოება.

ჯიბე ოპერირებს საქართველოს ყველა რეგიონში15 ფილიალით და ეტაპობრივად ხილბოსტნეულის შესყიდვა და რეალიზაცია განხორციელდება მისი ყველა რეგიონიალური სასაწყობე ობიექტიდან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics