|
2020-04-22 20:17:42, 17855 ნახვა
ომი უკრაინაში
ხათუნა ზახაშვილი - სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდებათ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობენ, ორ კვირაში ერთხელ ტესტირება ჩაუტარდებათ. მისი თქმით, ყველა სხვა სამედიცინო პერსონალს, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკის მომატებულ კატეგორიას, ანტისხეულებზე პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. „მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება, რომ ორ კვირაში ერთხელ სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის ზონებში, პირველ რიგში ესენი არიან ცხელების კლინიკებში და კოვიდ კლინიკებში მომსახურე პერსონალი, ასევე სასწრაფო დახმარების ჯგუფის სრული შემადგენლობა, ექვემდებარება ტესტირებას ოქროს სტანდარტით, პისიარ ტესტირებით. ყველა სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკის მომატებულ კატეგორიას, მათ ჩაუტარდებათ პირველადი ტესტირება ანტისხეულებზე, უმთავრესად სწრაფი ტესტებით პირველ ეტაპზე და თუ გამოვლინდა იქ კომბინაცია ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლების, რომელიც შერჩეულია, მათ ჩაუტარდებათ შემდეგ პისიარ ტექნოლოგიითაც ტესტირება, რათა გამოირიცხოს მათში აქტიური ინფექციის არსებობა“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)