00:31 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 15:57:18, 1647 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი - შეურაცხმყოფელია კითხვა, რამდენად არის პრეზიდენტი ინფორმირებული, სანამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრემიერ-მინისტრის წარდგინებას ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეურაცხყოფად მიიჩნევს კითხვას, თუ რამდენად არის პრეზიდენტი ინფორმირებული, სანამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრემიერ-მინისტრის წარდგინებას ხელს მოაწერს.

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით იღებს.

„რადგან აქ დაისვა ცოტა შეურაცხმყოფელი კითხვა, უნდა ვთქვა იმის შესახებ, თუ რამდენად არის პრეზიდენტი ინფორმირებული სანამ ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრის წარდგენილ მოთხოვნას, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს. მინდა დაგიდასტუროთ, რომ პრეზიდენტი არის სრულიად ინფორმირებული და ალბათ, თქვენც იცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მონაწილეობს უწყებათაშორის საბჭოში, რომელშიდაც პრეზიდენტი თვითონ ვერ იქნება, რადგან თავმჯდომარე არის პრემიერი და ეს არის ის გადანაწილება, რაც ყველასთვის გასაგებია. ამიტომ, იქიდან გვაქვს ყველა ინფორმაცია, მაგრამ არა მხოლოდ მე მოგიწოდებთ და თუ ამის მოთმინება გაქვთ, შეგიძლიათ ყოველდღე მიიღოთ სრული ინფორმაცია მედიისგან.

მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ არავინ არ დაიჯეროს ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ვრცელდება დღეს ქვეყანაში არის ყველაზე მძიმე. პირიქით, ამ სხვადასხვა ვარიანტებში, რაც დღეს ქვეყანაშია გავრცელებული არის ძალიან ზომიერი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics