|
2020-04-22 15:55:46, 2186 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - კითხვა - სად არის ბიძინა ივანიშვილი, აბსოლუტურად არა რელევანტურია და მხოლოდ პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება
„თანამედროვეობაზე რომ დებდნენ თავს, ყველაზე დიდ ისტერიკაში ის ადამიანები ჩავარდნენ გუშინ და პოლიტიკური ინტერპრეტაციები მისცეს იმ ამბავს, რომ მამამ შვილთან ერთად „TikTok"-ისთვის ჩაწერა ვიდეო. მათ ამ გამოხტომებზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებ",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის შესახებ. რაც შეეხება ოპონენტთა შეკითხვას - სად არის პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს პარტიაში შეხვედრებს. „პარტიაში საბჭოები სხვადასხვა მიმართულებით, თემატური ჯგუფებისგან არის დაკომპლექტებული. პრაქტიკულად, ეს საბჭოები გარდაიქმნა კრიზისულ საბჭოებად. ყველა საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებენ ეს საბჭოები. დღეში, მინიმუმ, ორი-სამი შეხვედრა იმართება და მას ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, არასერიოზულია იმის განცხადება და მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილი სადღაც, ვიდეოში გამოჩნდა",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ოპონენტებს არ ახსენდებათ ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში ასი მილიონი ლარის გადარიცხვა და ის შეხვედრები, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ყოველდღიურად მართავს. „ამის წინ სვამდნენ შეკითხვას, სად არის ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ის უცხოელებთან შეხვედრაზე იყო. იგი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს პარტიაში, შესაბამის ჯგუფებთან, შესაბამის საკონსულტაციო საბჭოებს უძღვება და ეს არის პერმანენტული. უკაცრავად, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერივით, პირდაპირ ეთერში არ ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას საკონსულტაციო საბჭოების ხელმძღვანელობის გამო და პარალელურად. აქედან გამომდინარე, კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი, აბსოლუტურად არა რელევანტურია და მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში, პოლიტიკურ პოპულიზმს ემსახურება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შსს-ს ხელს არ აძლევს, აზრის დევნის პრაქტიკა აწარმოოს - საია მილაძის საქმეზე
კახეთში, ბოლო ზარის აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლანს ტროტუარზე დგომისთვის, სასამართლომ 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
გერმანული ქალაქი ზაარბრიუკენი, რომელიც თბილისს 1975 წელს დაუძმობილდა, თბილისთან პოლიტიკური ვითარების გამო კავშირს წყვეტს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)