00:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-22 15:41:23, 1766 ნახვა

კომენტარი
კობახიძე მარნეულის აქციაზე - ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ

„ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში მარნეულში „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ.

„ახლა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი ესწრება ამ სხდომას და ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე, ამასობაში მარნეულში „ნაცმოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები აწყობენ ერთობლივ აქციას. ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ისინი, რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ნუ ეთამაშებიან ცეცხლს და ნაცვლად აქ ზოგადი მოწოდებებისა, რაც გავიგეთ ბატონი ბოკერიასგან, ჯობია, აიღონ ტელეფონი, დარეკონ იმამყულიევთან და სულეიმანოვთან და დააბრუნებინონ ის ხალხი სახლში, რომელიც მათ გამოიყვანეს ამ აქციისთვის. ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი ნაბიჯი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ეთამაშებით ცეცხლს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის რამდენიმე სოფელში აქცია იმართება. მოსახლეობა სახელმწოფოსგან წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ითხოვს. მოსახლეობამ სულ ცოტა ხნის წინ გზაც გადაკეტა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics