20:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 13:17:07, 486 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 კურსდამთავრებულმა 2014–15 სასწავლო წელი ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაასრულეს.
 უმაღლესი აკადემიური მოსწრებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ წარჩინებული კურსადმავრებულები თანამედროვე მობილური ტელეფონებით დააჯილდოვა და მათ წარმატებები უსურვა. 
„მე მჯერა თქვენი ცოდნა და ნიჭი პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებელში უფრო განმტკიცდება და თქვენი გამორჩეული და განსაკუთრებული უნარი საკუთარ კუთხესა და სამშობლოს გამოადგება. ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა დიდ ინიციატივას იჩენს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სწავლისათვის საჭირო და შესაფერისი გარემო პირობები შეუქმნას. “ – განაცხადა ზუგდიდის ედიშერ თოლორაიამ.
ამასთან, ზუგდიდის რესურსცენტრის წარმომადგენელის მამუკა ბულიას განცხადებით 8 წელია ხორციელდება წარჩინებული მოსწავლეების მედლებით დაჯილდოვება, მაგრამ აქამდე არც ერთი ხელისუფლების მხრიდან ასეთი ყურადღება არ ყოფილა.
ცნობისთვის,  2014– 2015 სასწავლო წლებში 10 ვერცხლის და 1–მა კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულმა ნათია ქვარაიამ ოქროს მედლები მოიპოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics