10:37 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 19:23:47, 1570 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი ლავროვის განცხადებაზე - ოკუპაციის რეჟიმი უნდა მოიხსნას და შემდეგ ვილაპარაკოთ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე

„არ ვიცი, რუსეთისთვის რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს განცხადება, რომ საქართველომ აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ფაქტობრივად, სამი საელჩო შედგეს იმ ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო სტანდარტით ჰქვია საქართველო - ეს აბსურდია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჩვენ ველოდებით საკითხის პოლიტიკურ მოგვარებას. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ოკუპაციის რეჟიმი უნდა მოიხსნას და შემდეგ ვილაპარაკოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და საელჩოს გახსნაზე. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ჩვენ არ შეგვიწყვეტია ეს ფრენები. მოვა დრო, გაიხსნება მიმოსვლა სახელმწიფოთა შორის და ჩვენ მზად ვართ ამ თემაზე პოზიტიური პასუხი გავცეთ. მაგრამ რეალობაში, დღეს მსოფლიოს წინაშე სხვა გამოწვევა დგას და აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობების საკითხს, გიორგი ვოლსკის თქმით, ეს ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

„რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობების თემას, ეს არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოში, მაგრამ ის ფორმატი, რომელიც არსებობს სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონსულტაციებისა, რასაკვირველია, ეკონომიკურ საკითხებს ითვალისწინებს და მთავარი შემადგენელი ამ ფორმატისა არის ეკონომიკური საკითხები, რაზეც მსჯელობენ და გადაწყვეტილებებს იღებენ",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics