|
2020-04-21 17:57:17, 10043 ნახვა
ომი უკრაინაში
ცერცვაძე - ამბობენ, რომ ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა, რაც არასწორია, ნაკადების მოძრაობის ასეთი სქემა სხვა ქვეყანებში არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმის, ზურაბ გურულის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველოში მოქმედი კორონავირუსის პროტოკოლი არ ვარგა. როგორც ცერცვაძემ განაცხადა, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ნაკადების მოძრაობის ასეთი სქემა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის . „ალბათ ყველამ იცით, ამერიკაში მცხოვრებმა და იქ მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა გააკეთა შეფასება ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური სპექტრის, ექიმების, ჩვენი კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის თაობაზე. ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო არ ვპასუხზობდით მას არაფერს, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, რომ თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა, ჩვენ არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება სინამდვილეს. ჩვენი თავი ვალდებულად ჩავთვალეთ პასუხი გაგვეცა, რათა ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა ის, რასაც ბატონი გურული ბრძანებს სიმართლეა. საქართველოში მოქმედი ორი პროტოკოლია. ერთი ეს არის კოვიდის მართვის პროტოკოლი, ნაკადების მართვის პროტოკოლი, კასკადი. ეს პროტოკოლი თავის თავში შეიცავს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას. 112-ის პროტოკოლი, ოჯახის ექიმის, ცხელების ცენტრების, კოვიდ ცენტრების და სხვა. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი კოვიდის ან იყო კონტაქტში უცხოეთში მყოფ პიროვნებასთან, შეუძლია მიმართოს 112ის, რომელიც მას აუცილებლად გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან. გადაამისამართებს სპეციალურად გამოყოფილ ოჯახის ექიმთან, სადაც სპეციალურ ტრენინგ გავლილი ოჯახის ექიმები არიან. ისინი სატელეფონო ინტერვიუს ჩაუტარებენ პაციენტს და თუ დარწმუნდებიან, რომ ეს ჩივილი არ არის საშიში და არ არის დაკავშირებული სავარაუდოდ, კოვიდთან, მას სთავაზობენ სახლში ყოფნას. თუ არსებობს სულ მცირე ეჭვი კოვიდზე, მას აუცილებლად ამისამართებენ ერთ-ერთი ცხელების ცენტრში. ეს ძალიან ორიგინალური მიგნებაა ქართული მედიცინის, რომ ამ ცენტრში ხდება პაციენტის ტესტირება კოვიდზე მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში ან უფრო მოკლე დროში, 8-12 საათის განმავლობაში. აქ აბსოლუტური სიზუსტით უდგინდება პაციენტს არის თუ არა კოვიდინფიცირებული. თუ არ არის, ის ბრუნდება სახლში და გადამისამართდება იმ ექიმთან, სადაც მას სპეციალობით სჭირდება მკურნალობა. ხოლო თუ კოვიდინფიცირებულია, ის გადამისამართდება კოვიდცენტრში. იქ მას 24 საათში უტარდება ყველა გამოკვლევა, ენიშნება მკურნალობა და იმყოფება ექიმების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ. სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, შეიძლება, ძნელია ამის თქმა, რადგან მთლად ყველა ქვეყანას დეტალურად არ ვიცნობთ, მაგრამ ასეთი კასკადი, ასეთი ნაკადების მოძრაობის სქემა, როგორიც არის საქართველოში, არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი არ ვიცი. ჯერჯერობით ეს მოქმედებს ძალიან ძალიან ეფექტურად, და ვფიქრობ, რომ ამის დამსახურებაა ძირითადად, რომ დღეს საქართველოში არის მსფოლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობა ავადმყოფებისა და გარდაცვლილთა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რიცხვი. მე ხშირად ვამბობ, უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, რომ ევროპის 53 ქვეყნიდან, საქართველოს უკავია 49-ე ადგილი და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და ჩვენზე ნაკლები აგრდაცვლილი ჰყავს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო, ვატიკანი და მონტენეგრო, ეს არის მთლიანად სახელწმიფო ვერტიკალის, ექიმების, დაავდებათა კონტროლის ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურება“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
მედიის ადვოკატირების კოალიცია - მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება კრიტიკული ხმის ჩასახშობად და ჟურნალისტების დასასჯელად
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)