|
2020-04-21 17:37:51, 1157 ნახვა
კომენტარი
24 აპრილს, მთავრობა ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად, შეზღუდვების შემსუბუქების გეგმასაც განიხილავს
პრემიერ-მინისტრის, პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით 24 აპრილს ეკონომიკის ანტი კრიზისულ გეგმასთან ერთად შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქების გეგმასაც განიხილავენ. მან აღნიშნა, რომ რაც უფრო სწრაფად მოხდება შეზღუდვების ზედმიწევნით და ზუსტად დაცვა, მით უფრო სწრაფად მოხდება შეზღუდვების შემსუბუქება. "ამასთან პარასკევს იქნება შზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად ეკონომიკის გახსნის გეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ აქტიურად გაგრძელდება უკვე პოსტ კრიზისულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრათ, რომ რაც უფრო ზედმიწევნით და ზუსტად აღსრულდება ყველა ის შეზღუდვა, რაც არის დაწესებული მით უფრო სწრავფად გახდება შესაძლებელი, შემსუბუქების გეგმის განხორციელება რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. თითოეული მოქალაქე, ამ საკითხს უდიდესი პასუხისმგებოლობით უდან მოეკიდოს, გვესმის რთულია, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც უფრო ზუსტად იქნება დაცული ეს შეზღუდვები, მით უფრო მალე დავბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟმს, ამიტომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ჩვენი ქვეყნის მომავალს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)