18:01 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-21 17:41:53, 1198 ნახვა

საზოგადოება
პრესის თავისუფლების ინდექსით, საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა

„საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2020 წლის წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა და ქვეყანა მე-60 ადგილს იკავებს", -  ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით უსწრებს პოლონეთს, საბერძნეთს, იაპონიას, უკრაინას, მალტასა და უნგრეთს.

„2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში, 2017 წელთან შედარებით, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა. კერძოდ, ქვეყანა 64-ე პოზიციიდან 61-ე ადგილზე გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ქვეყანა ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში მე-100 ადგილზე იყო და 2013 წლიდან 40 საფეხურით დაწინაურდა. ექსპერტების შეფასებით, მე-60 ადგილი ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა“, - განაცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics