08:36 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-14 12:06:46, 844 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: რუსეთის ბაზარი არის ერთ–ერთი საინტერესო

„ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და ბედნიერება, რომ ვარჩიოთ ბაზრები სად ვიმუშაოთ და სად არა“, –ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. 

მისივე თქმით, საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. 
„მთავრობის და მისი მეთაურის დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ერთნაირად, წარმატებით იმუშაოს ყველა ბაზარზე, იმუშაოს ევროკავშირის ბაზარზე, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, იმუშაოს ჩინეთის ბაზარზე, ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს და ასევე დარჩეს იმ ბაზრებზე, სადაც ქართული პროდუქციის ცნობადობა ძალიან მაღალია.  ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება და ბედნიერება, რომ ვარჩიოთ ბარზები სად ვიმუშაოთ და სად არა.  ყველა ბაზარი და ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ და ცხადია, რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების ბაზარი არის ერთ–ერთი საინტერესო“, – აღნიშნა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics