18:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-20 15:03:23, 2291 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი განმეორებითი თერმოსკრინინგის პროცესში ჩაერთო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, განმეორებითი თერმოსკრინინგი აქტიურად მიმდინარეობს.

ვინაიდან სოფლის ექიმების უმრავლესობა, როგორც კონტაქტები, კარანტინის რეჟიმში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, აუცილებელი გახდა თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეები ჩართულიყვნენ.

მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების პროცესს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც შეუერთდა.

დავით შერაზადიშვილი მოხალისეებთან ერთად თერმოსკრინინგს ამ ეტაპზე სოფელ ცურტავში ახორციელებს. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დღეს ფარიზსა და ნახიდურშიც მოხდება.

განმეორებითი თერმოსკრინინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ეტაპობრივად განხორციელდება და მასში მერი უშუალოდ ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ინფრაწითელი უკონტაქტო თერმომეტრებით მედიკოსებმა სულ 48 057 მოქალაქე შეამოწმეს.

„ამ ეტაპზე თერმოსკრინინგს შვიდი ჯგუფი ახორციელებს, ჯგუფების რაოდენობა ხვალიდან გაიზრდება და მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოვიცავთ. ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ცურტავში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა არის თვითიზოლაციაში და კარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ თერმოსკრინინგის პროცესში მოხალისეების ჩართვა მოგვიწია. გავიარეთ შესაბამისი ტრენინგი და მზად ვართ თერმოსკრინინგის პროცესი რეკომენდაციების დაცვით განვახორციელოთ. მეც ერთ-ერთ ჯგუფში ვარ ჩართული, დავდივართ კარდაკარ, ვამოწმებთ მოსახლეობას, ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეები არ გამოგვივლენია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics