|
2020-04-18 21:04:38, 1943 ნახვა
სამართალი
შსს - ამ ეტაპზე კანონდარღვევა არ ფიქსირდება, საქართველოს ყველა ეკლესიაში დაცულია დისტანცია და ღონისძიება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს
მოგეხსენებათ 9 საათიდან დაიწყო კომენდანტის საათი, ამ ეტაპზე დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა - ამის შესახებ, საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით, თითოეულ ეკესიაში მობილიზებულნი არიან შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც აკონტროლებენ სოციალური დისტანციის დაცვას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. „პირველ რიგში წინასწარ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მობილიზებას, ყველა ეკლესიაში უზრუნველყოფენ თითოეული ეკლესიაში, მოქალაქეს მოუწოდო სოციალური დისტანციის დაცვისკენ, შესაბამისად მთელის აქართველოს მასშტაბით ყველა პოლიციელს აქვს დავალება მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საგანგებო ვითარების რეჟიმის პირობების დაცვასთან თაობაზე უზრუნველყოს შინაგან საქმეთა წარმომადგენლებმა. რაც შეეხება დარღვევებს, 9 საათიდან მოგეხსენებათ დაიწყო კომენდანტის საათი, ამ ეტაპზე დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. რაც შეეხება შემდგომ დარღვევების ფაქტს, ამის შესახებ კომენტარს კიდევ მოგვიანებით გავაკეთებთ. ამ ეტაპისათვის მდგომარეობა მშვიდია, მრევლის დიდი რაოდენობა არ შეინიშნება და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს იმისთვის, რომ გაგებით ეკიდება ამ სიტუაციას და საქართველოს მასშტაბით ყველა ეკლესიაში დაცულია სოციალური დისტანცია და ღონისძიება მიმდინარეობს მშვიდ გარემოში“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)