|
2020-04-18 14:30:38, 1513 ნახვა
საზოგადოება
ბასილ კობახიძე - ეკლესია, მთავრობა და მედია ხალხს ატყუებს, ტაძრის კარი არ დაუკეტავთ
„ატყუებს ხალხს ეკლესია, მთავრობა და მედია. ეკლესიას ტაძრები არ დაუკეტია“, - ამის შესახებ რელიგიადმცოდნე და ყოფილმა სასულიერო პირმა ბასილ კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მკაფიო განცხადებები მხოლოდ გურჯაანის ეპისკოპოსმა ექვთიმე ლეჟავამ და დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთეს და ისიც, მხოლოდ აღდგომის წირვასთან დაკავშირებით. „ატყუებს ხალხს ეკლესია, მთავრობა და მედია. ეკლესიას ტაძრები არ დაუკეტია. მხოლოდ გურჯაანის ეპისკოპოსმა ექვთიმე ლეჟავამ და დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ გააკეთეს მკაფიო განცხადებები და ისიც მხოლოდ აღდგომის წირვის შესახებ და არა მომდევნოებზე. ყველა დანარჩენი მეუფეების და მღვდლების განცხადებები რომლებსაც აღფრთოვანებით აშეარებენ, სავსეა ტყუილით. შევზღუდოთ, გთხოვთ სახლში დარჩით, ეზიარეთ მაგრამ მერე კარანტინში წადით, არის აფერისტობა. მრევლი მაინც მივა და უფრო მეტიც მივა, რადგან ეს ახლა გმირობის ტოლფასი გახდა. მხოლოდ როდესაც სასულიერო პირი მკაფიოდ ამბობს რომ ტაძარი მრევლისთვის დაკეტილია, მაშინ არ მივა. მთელ საქართველოში კი ასე კარანტინზე ეკლესიების დაკეტვა, რომ შიგნით მარტო მღვდელი მსახურებდეს და ტრანსლიაცია მიდიოდეს წირვის, შეუძლია მხოლოდ პატრიარქს, რასაც არ აკეთებს. ასევე ყურადღების კონცენტრირება ხდება მხოლოდ აღდგომის წირვაზე, თითქოს სხვა წირვებზე უკვე და აღდგომის შემდეგ წირვებზე არ დავირუსდება ხალხი“, - განაცხადა ბასილ კობახიძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)