02:09 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 13:08:15, 2509 ნახვა

მსოფლიო
CNN - საქართველოში შეზღუდვების მიუხედავად, ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშნავს, რაც შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს

საქართველოში შეზღუდვების მიუხედავად, ეკლესია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას გეგმავს, რაც შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს, - ამის შესახებ სტატიას СNN აქვეყნებს.

გამოცემა გამოეხმაურა, იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, მსუბუქი ავტომობილით მიმოსვლა. თუმცა ამის მიუხედავად, ქართული მართმადიდებლური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნას აპირებს.

„ერთი შეხედვით, საქართველომ წარმატებას მიაღწია კორნავივირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ახლა საქართველო სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. კვირას მართმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს აღშნიშავს, ხოლო ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია გეგმავს დიდ დღესასწაულს, რომლებსაც, ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.

საქართველოს ხელისუფლებამ ნაადრევი რეაგირება მოახდინა კოროვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მთავრობამ სკოლები დახურა 29 თებერვალს, როდესაც ქვეყანას მხოლოდ სამი დადასტურებული შემთხვევა ჰქონდა. პარასკევს, ქვეყნის მასშტაბით ხუთდღიანი აკრძალვა დაწესდა მსუბუქი ავტომობილების მოგზაურობის შესახებ“, - ვკითხულობთ სტატიაში.

მათი ცნობით, ეკლესიები საქართველოს მასშტაბით ღიაა და აგრძელებს ცერემონიების ჩატარება. მათი აზრით ესაა ნაბიჯი, რომელიც ექსპერტების აზრით, შეიძლება დამანგრეველი იყოს.

„საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დიდწილად უარი თქვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მოწოდების დაცვაზე, რომლებმაც მოუწოდეს ხალხს სახლში დარჩნენ. ეკლესიები საქართველოს მასშტაბით ღიაა და აგრძელებს ცერემონიების ჩატარება, ესაა ნაბიჯი, რომელიც, ექსპერტების აზრით, შეიძლება დამანგრეველი იყოს.

გასულ კვირას ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკლესიებში, რათა აღენიშნათ ბზობის დღესასწაული. რის შედეგადაც ხელისუფლებამ 30 მარტს სამ ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალვას“, - წერს გავლენინანი გამოცემა.

CNN სტატიაში აღნიშნავს, რომ ქართულმა ეკლესიამ ჯერჯერობით უარი თქვა ზიარების რიტუალის არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებაზე, რაც საფრთხის შემცველია.

სტატიაში ვკითხულობთ იმასაც, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ წარმატებებს მიაღწია, ხოლო ეკლესიის მხრიდან, ჯანდაცვის პირების მოწოდებების საწინააღმდეგოდ მოქცევამ, შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს ქვეყნის წარმატება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics