|
2020-04-17 12:21:46, 1876 ნახვა
საზოგადოება
საქართველო მიჰყვება იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმატებულ მოდელს - ასე ეხმაურება საერთაშორისო მედია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, ახალ აპლიკაციასთან დაკავშირებით
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, იყენებს ინოვაციურ შესაძლებლობებს ინფექციის გავრცელების ადრეულ სტადიაზე, აპლიკაციის მიზანს წარმოადგენს სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფა და დაავადების უკონტროლოდ გავრცელების თავიდან აცილება“, - ასე ეხმაურება საერთაშორისო მედია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, ახალ აპლიკაციასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რომ აპლიკაციის გამოყენებით, კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, გაცილებით უფრო სწრაფი რეაგირება მოხდება. „ჩვენ გვსურს პაციენტების არსებული საუკეთესო სამედიცინო პრაქტიკით უზრუნველყოფა და მოსახლეობის დაცვის მიზნით, დაავადებასთან ყველა არსებული შესაძლებლობით, მაქსიმალური ბრძოლა. ჩვენ არ შევჩერდებით და გამოვიყენებთ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის სრულ პოტენციალს“,- აღნიშნავს მინისტრი გამოცემასთან. სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველო მიჰყვება იაპონიის და სამხრეთ კორეის, კორონავირუსის კრიზის პრევენციის, წარმატებულ მოდელს. „აპლიკაცია ავსტრიულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ NOVID20-მა პროგრამული უზრუნველყოფის მოწინავე კომპანიასთან Dolphin Technologies-თან ერთად შეიმუშავა. აპლიკაცია, Rocket Media Communications მეშვეობით, ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, ხელმისაწვდომი ხდება, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის. მაღალი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით, აპლიკაცია NOVID20-ის მოქმედება დაფუძნებულია ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, როგორიცაა Bluetooth. მონაცემთა დაცვის უმკაცრეს გაიდლაინებთან თანხვედრით და ანონიმურობის სრული დაცვით, აპლიკაციის გამოყენება, ინფექციის მილიონობით შემთხვევების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა“, - ნათქვამია სტატიაში. აპლიკაციის STOP COVID პრეზენტაცია გუშინ შედგა. მისი მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS & Android-ის მომხმარებლებისთვის და იძლევა საშუალებას შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეუძლიათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე https://stopcov.ge/ აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან - https://bit.ly/3bkYphX iOS ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ - https://apple.co/2V92MXw
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)