|
2020-04-16 11:31:57, 1667 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ი - საქართველოსთვის საფრთხეს კვლავ ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს
საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტინგენტი წარმოადგენს, – აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პარლამენტისთვის წარდგენილ 2019 წლის ანგარიშში წერია. როგორც სუს-ის ანგარიშშია აღნიშნული, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული ოკუპაციის ანექსიური პროცესებით ჩანაცვლების პოლიტიკა, ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, თანამედროვე მძიმე შეიარაღების კომპონენტების, მათ შორის, შეტევითი სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია და ინტენსიური სამხედრო წვრთნები, ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართული იზოლაციის პროცესი. „საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები კვლავ აქცენტირებული იყო არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარების მიმართულებით. რუსეთის ფედერაცია მეთოდურად განაგრძობდა ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტის ეტაპობრივად გაუქმების პოლიტიკას. ოფიციალური მოსკოვის სტრატეგიული მიზნის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითქმის სრულად კონტროლდებოდა როგორც დე ფაქტო უწყებების ე.წ. ფუნქციები (ე.წ. საზღვრის დაცვა, ე.წ. საბაჟო სინქრონიზაცია, „სამართალდამცავი უწყებების“ ფუნქციონირება, ე.წ. თავდაცვის უწყების მუშაობა), ასევე, ზოგადად, სამხედრო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე ყველა პროცესი“,- წერია სუს-ის ანგარიშში. დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ყველა „პოლიტიკური პარტია“ თუ „გაერთიანება“ არის პრორუსული, შესაბამისად, რუსეთის ფედერაცია განაგრძობდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ე.წ. პოლიტიკური სპექტრის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. „ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაცია ტრადიციულად აქტიურად იყენებს ადგილზე არსებულ „პოლიტიკურ და ეკონომიკურ“ არასტაბილურობას, რაც, ხშირ შემთხვევებში, მის მიერვეა ინსპირირებული და დე ფაქტო რეჟიმს მოსკოვისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, მოქმედი დე-ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერს მხარს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანებას. ანექსიური პოლიტიკის პრიზმაშია განსახილველი ოკუპირებული რეგიონების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბიუჯეტზე. არსებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან მიღებული ფინანსური დახმარების წილმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტში 4,8 მილიარდი რუსული რუბლი (74,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, რაც ე.წ. ბიუჯეტის 47%-ს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ფინანსურმა დახმარებამ შეადგინა 7,5 მილიარდი რუსული რუბლი (115 მილიონი აშშ დოლარი), რაც „ბიუჯეტის“ 85,2 %-ია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება წარმოადგენს ხელსაყრელ გარემოს უკანონო ფინანსური ოპერაციების წარმოებისათვის. ამ კონტექსტში ნიშანდობლივია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საბანკო ოპერატორების უკანონო საქმიანობა, რაც, მაღალი ალბათობით, გამოიყენებოდა უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის. ასევე, ხაზგასასმელია დე ფაქტო ლიდერების ხშირი ვიზიტები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და „ურთიერთდახმარების“ მიზნით დაწყებული თანამშრომლობა, მათ შორის ეკონომიკურ და სამხედრო სფეროებში“, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)