22:29 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 10:29:38, 2047 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ამაყნი ვართ, რომ ბალტიის სახელმწიფოებში გამორჩეული მეგობრები გვყავს

სასტუმრო "რედისონში" საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველო-ლიტვას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა.

ღარიბაშვილის განმარტებით, დღევანდელი ბიზნესფორუმი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ქართველმა და ლიტველმა ბიზნესმენებმა მოსაზრებები გაცვალონ.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, საქართველო ამაყია, რომ ლიტვის სახით გამორჩეული მეგობარი ჰყავს.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები ჩვენს ნამდვილ მეგობარ ქვეყანასთან- ლიტვასთან. ლიტვა არის მართლაც გამორჩეული მეგობარი საქართველოსი. ყოველთვის ვგრძნობთ ლიტვის მთავრობის მხარდაჭერას. ამაყნი ვართ, რომ გვყავს გამორჩეული მეგობრები ბალტიის სახელმწიფოებში. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ქართველმა და ლიტველმა ბიზნესმენებმა, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა მოსაზრებები გაცვალონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, როგორ უნდა მოვიზიდოთ ინვესტორები ლიტვიდან და პირიქით, ქართველები როგორ დავაინტერესოთ ლიტვაში ინვესტიციების გაცვლით. საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ეს არის საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციასთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღესვე, საქართველო-ლიტვას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics