05:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 18:26:50, 1504 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მთავრობებს დოლბანდის ნედლეულის მოწოდების ხელშეწყობისთვის

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოების მთავრობებს,  ვისი ხელშეწყობითაც მათ ქვეყნებში პირბადეების წარმოებისთვის  საჭირო და სტრატეგიულ ნედლეულს - დოლბანდს ვიძენთ. პირველ რიგში, ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.

ძალიან დიდი მადლობა აზერბაიჯანის მთავრობას. ასევე მადლობა უზბეკეთის მთავრობას - ამ ქვეყანაში დამზადებული მაღალი ხარისხის დოლბანდი უკვე გზაშია და მას მალე მივიღებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში კომპანია „აჭარა ტექსტილის" საწარმოში სტუმრობისას, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე". 

მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანში ფუნქციონირებს საწარმო, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის ამზადებს დოლბანდს. „სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით ავაწყეთ პირბადეების წარმოება და ამ პროდუქციის პირველი პარტია სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით არის შეკერილი", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს დიპკორპუსის, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში საქართველოს ელჩებისა და საელჩოების პერსონალის ძალისხმევას, რათა საქართველო მომარაგებული ყოფილიყო მაღალი ხარისხის დოლბანდის ნედლეულით. 

„ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი ელჩები, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში გვეხმარებიან, რომ მოვიპოვოთ დოლბანდის ნედლეული პირბადეების შესაკერად", - განაცხადა ნათია თურნავამ. 

პროგრამაში „აწარმოე პირბადე" სადღეისოდ 8 სამკერვალო საწარმოა ჩართული, რომლებიც პირბადეებს სპეციალური ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით აწარმოებენ. ამ დროისთვის, 1,3 მლნ პირბადეა დამზადებული.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics