18:47 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 11:31:14, 584 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის რეგისტრატორებისთვის ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისა და შეზღუდვებისა და უფლებების სამსახურის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი მართლწერის საკითხებზე ტრენინგების პირველი ეტაპი დასრულდა.

სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ატარებდნენ.

ტრენინგზე მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარ–ჩვევები რეგისტრატორებს დაეხმარება მათ მიერ მომზადებული ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, იურიდიული შინაარსის წერილები, ბრძანების პროექტები და სხვა სამართლებრივი დოკუმენტები მოქალაქეებისთვის დამაჯერებლად და ადვილად აღქმადი ფორმით, მარტივ და გასაგებ ენაზე მოამზადონ.

სასწავლო კურსი 2-ეტაპიანია. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა სამართლებრივი აქტებისა და წერილობითი მემორანდუმის შედგენა შეისწავლეს. სწავლების მეორე ეტაპი, რომელიც პრაქტიკულ სავარჯიშოებს - გავლილი თეორიული კურსის საფუძველზე, შაბლონების გამოყენებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მომზადებასა და განხილვას მოიცავს, სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების რეგისტრატორებთან ერთად მოგვიანებით დაიგეგმა.

თანამშრომელთათვის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ასპექტების გაცნობა ხელს შეუწყობს სააგენტოში წერის ერთიანი სტანდარტის დანერგვას, დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავებასა და იმპლემენტაციას, შესაბამისად, საჯარო რეესტრის სამუშაო პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics