13:17 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 18:49:27, 1740 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი - ოქრუაშვილის საქმის გარემოებები, ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას, 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების გარშემო

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ოქრუაშვილის საქმის გარემოებები, ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას, 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების გარშემო.

მისი თქმით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვტილება, აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. 

 „ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. 

გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, აღნიშნული კომენტარი ჰარცელმა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics