18:31 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 14:57:39, 1297 ნახვა

საზოგადოება
EMC ქალაქ ტყიბულის შახტებში კორონავირუსის გავრცელების გამო, სახელმწიფოს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს

მთავრობის დადგენილებით, ტყიბულის შახტებში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა გრძელდება. გარდა იმისა, რომ შახტში შრომის უსაფრთხოების ზოგადი დონე უკიდურესად დაბალია, ჩვენი ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, იქ ასევე ირღვევა ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციები. კერძოდ:

•           ძიძიგურის შახტში არსებული სახალხო ვაგონები, რომლითაც დასაქმებულთა სამუშაო ადგილამდე გადაადგილდებიან, გათვლილია დაახლოებით 18 კაცზე. სახალხო ვაგონებში სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია და ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციების შესრულების კონტროლი არ მიმდინარეობს.

•           უშუალოდ ძიძიგურის შახტში ჩასასვლელი სახალხო გალია, (ე.წ. „კლეტი“), რომელიც 20 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ხშირად უფრო მეტი დასაქმებულის ჩასვლისთვისაც გამოიყენება და რომელშიც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, კვლავ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და სსიპ - სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს, ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოვუწოდებთ:

•           დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქალაქ ტყიბულში მოქმედ შახტებში დამსაქმებლის მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა, რათა აღნიშნული სივრცე არ გახდეს დაავადების აფეთქების კიდევ ერთი კერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics