|
2020-04-14 13:47:18, 1737 ნახვა
რეგიონი
მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა
შუახევში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა ონლაინ რეჟიმში წარიმართა და წევრებთან ერთად სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე. სხდომაზე საბჭოს წევრებმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინეს, მათ შორის:- სოფლებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით საინფორმაციო დაფების განთავსება; მოძრავი მაღაზიები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილობრივების სურსათით მომარაგებას; მოხალისეობრივ საქმიანობაში საბჭოს წევრების ჩართულობა და მათი ონლაინ გადამზადება წითელი ჯვრის მიერ. როგორც, შუახევის მერმა აღნიშნა, პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ახალგაზრდული კუთხით და გამოთქვა მზაობა, რომ საბჭოს წევრების მიერ დასახელებული იდეები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება. ფრიდონ ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრ მოხალისებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის ბრძოლის საქმეში და უზრუნველყოფენ საინფორმაციო კამპანიებსა და სოციალური კალათების გადაცემას მოსახლეობაში. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და ა.შ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)