2020-04-13 09:32:05, 2048 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული.
დაესწრება თუ არა, თავად ბრალდებული საკუთარი საქმის განაჩენს, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ოქრუაშვილს 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,