11:52 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-12 19:43:26, 18602 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, ინფექციურიდან დღეს ჯანმში ოთხი პაციენტი გაეწერა

ინფექციური საავადმყფოსო სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ბოლო 24 საათის განმავლობაშ, ინფექციური საავადმყოფოდან ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს.

მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში დარჩენილი 32 პაციენტიდან, სადაც 2 კრიტიკულად მძიმე იყო, ერთ-ერთი დასტაბილურდა.

„ინფორმაცია საათობრივად იცვლება, როგორც იცით და ინფირიებულებთა რაოდენობა ამ ეტაპზე არ შეცვლილა და კვლავ 252 შეადგენს. ხოლო რაც შეეხხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მოიმატა დილით 63 იყო ხოლო ახლა 67 შეადგენს, აქედან 4 პაციენტი დღეს ჩვენგან გაეწერა.

ჩვენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, რაც შეეხება იმ ორი კრიტიკული პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობაც დასტაბილურდა, ხოლო მეორე კვლავ კრიტიკულად მძმეა და კვლავ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას მოითხოვს. დანარჩენი მძმე პნევმონიის მქონე პაციენტები კვლავ სტაბილურად არიან.

დღეს 6 პაციენტის პასუხები მივიღეთ ხოლო ახლა კიდევ 5 პაციენტის ტესტირების პასუხს ველოდებით. სულ 32 პაციენტია მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება
მილანში ახალგაზრდების პროტესტი არეულობაში, ძარცვასა და ცეცხლის წაკიდებაში გადაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics