22:43 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 21:02:20, 2500 ნახვა

მსოფლიო
დაინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მეჩვიდმეტე ადგილზე იმყოფება

ათი აპრილის  მონაცემებით, ქვეყანაში 11 ათას 917 შემთხვევაა გამოვლენილი. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 1786 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებულთა უმეტესობა, 7822 ინფიცირების შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა. მოსკოვს მოსდევს მოსკოვის რეგიონი, კომის რესპუბლიკა, სანკტ-პეტერბურგი და ლენინგრადი. რუსეთში 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

რამდენიმე ხნით ადრე, მოსკოვის მერმა, სერგეი საბიანინმა, მოსკოვის დაავადების პიკთან მიახლოება შეაფასა.

„მე თქვენ დაზუსტებით გეუბნებით, რომ არანაირი პიკი ჯერ არ დამდგარა. ჩვენ ამ პიკის დასაწყისთან ვიმყოფებით, შუაშიც არა“, - განაცხადა მოსკოვის მერმა.

რუსეთის მომხმარებელთა ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, რუსეთის რეგიონებში მილიონზე მეტი ტესტია შეგროვებული კორონავირუსის გამოსავლენად.

დღიურად ჩატარებული ტესტების რიცხვი ასი ათასს მიუახლოვდა. ამ მონაცემებით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics