06:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 15:14:01, 1428 ნახვა

კომენტარი
მელია - საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მაშინ აქვს აზრი, თუ ხელისუფლება ულუკმაპუროდ სახლში გამოკეტილ მოსახლეობას დაეხმარება

ჩემი აზრით, კომენდატის საათი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, ხელისუფლებამ უნდა ინებოს და დაეხმაროს მოსახელობას და თუ არ/ვერ ეხმარებიან, აღარ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა.

„21 აპრილს სრულდება საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათის ჩათვლით. სავარაუდოდ  მთავრობა მისი გაგრძელების  წინადადებით მიმართავს პარლამენტს.

ოპოზიცია დილემის წინაშეა - დაუჭიროს თუ არა მხარი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?!

სასწორის ერთ პინაზე დევს  ვირუსის აფეთქების საფრთხე, თუ შეზღუდვები მოიხსნა, მეორე პინაზე კი - გარდაუვალი შიმშილის საფრთხე, თუ შეზღუდვები, საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდა.

ორივე შემთხვევაში საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. მართლაც რა მნიშვნელობა აქვს, ვირუსით მოკვდები თუ შიმშილით დაგეხუთება სული?!

რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ?

ჩემი აზრით, კომენდანტის საათი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელია.

ხელისუფლება დღემდე ვერ გვპასუხობს, რას ემსახურება კომენდანტის საათი, რა მხრივ აფერხებს ვირუსის გავრცელებას?  რას ისახავს მიზნად?

რაც შეეხება საგანგებო მდომარეობის  და „დარჩი სახლშის“ კამპანიის გაგრძელელებას, ჩემი აზრით, ამ ზომების შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ხელისუფლება რეალურად დაეხმარება უსამსახუროდ დარჩენილ, სახლებში ულუკმაპუროდ გამოკეტილ მოსახლოებას. ვიმეორებ, თუ რეალურად დაეხმარება.

ცარიელი „დარჩი სახლშის“ ძახილი იოლია,  მაგრამ ერთი მოსახლოებას ჰკითხეთ როგორია დარჩე ცარიელ სახლში, ულუკმაპუროდ.

ლუკმა პურის გარეშე მხოლოდ დათვები რჩებიან ზამთრობით თავის ბუნაგში, აქ დათვი არავინ არ არის.

ხელისუფლებამ ნება უნდა ინებოს და დაეხმაროს მოსახელობას და თუ არ/ვერ ეხმარებიან, აღარ გააგრძელონ საგანგებო მდგომარეობა.

დიახ, საქართველოს მთავრობა, თუ ადამიანებს  სიცოცხლის უფლებას არ უტოვებთ, სიკვდილის არჩევის უფლება მაინც დაუტოვეთ, მოხსენით შეზღუდვები და ყველამ თვითონ გადაწყვიტოს - დარჩეს სახლში და მოკვდეს შიმშილით, თუ გავიდეს სამუშაოდ და მოკვდეს ვირუსით.

ეს ჩემი აზრია, ჩემი განწყობა, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ მეგობრებო? რა პოზიცია უნდა დაიკავოს ოპოზიციამ? უნდა დაუჭიროს მხარი თუ არა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას?“, - წერს ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics