|
2020-04-11 12:26:32, 1296 ნახვა
კომენტარი
საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალი გამოჯანმრთელდა და მალე გაეწერება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ორსული პაციენტის ტესტირების პასუხი გაგზავნილია და მეორეჯერ უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში პაციენტი გაეწერება. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ორსული ქალბატონის მდგომარეობაც სტაბილურია. „57 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი გვყავს, რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება. სამი ფილტვის ხელოვნულ ვენტილაციაზე იმყოფება, დანარჩენი ხუთი სპონტანურ სინთქვაზე. სამი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ფაქტობრივად ტერმინალურია. დანარჩენ 2 პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, მინდა გითხრათ, რომ კლინიკურად სახეზეა მწვავე ფილტვის დაზიანების სინდრომი, გულის, თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების სინდრომი, რაც მიუთითებს რომ არის მულტიორგანული უკმარისობა, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, ორივე ქალაბატონის და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია, გაგზავნილია ტესტის ანალიზები და თუ უარყოფითი პასუხი მოვიდა დღეს გაეწერაბა კლინიკიდან,“- განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)