|
2020-04-10 19:14:33, 19094 ნახვა
ომი უკრაინაში
StopCoV ფონდში შენატანები 3,300-ზე მეტმა პირმა განახორციელა, დაგროვილი თანხა 125 მლნ 500 ათასი ლარია
StopCoV ფონდში შენატანები 3,300-ზე მეტმა პირმა განახორციელა, დაგროვილი თანხა 125 მლნ 500 ათასი ლარია 10 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 125 მილიონ 500 ათასი ლარია მობილიზებული.
ამ დროისთვის, StopCoV ფონდში ყველაზე მსხვილი შენატანები განახორციელეს: ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ", 100 მლნ ლარი მაგთიკომი, 3 მლნ ლარი სილქნეტი, 1 მლნ ლარი კავკასუს ონლაინი, 1 მლნ ლარი „არ ემ ჯი", 1 მლნ ლარი ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, 1 მლნ ლარი სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, 1 მლნ ლარი
ასევე, ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 500 ათასი ლარი ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი, 100 ათასი ლარი შპს „აკა", 50 ათასი ლარი ჯეორჯიან პროდაქტსი, 50 ათასი ლარი სოდი ინვესტმენტი, 20 ათასი ლარი MCTM MOBILE COMMUNICATIONS TRADE UNION, 18 ათას 500 ლარი ბლექ სი არენას თანამშრომლები, 13 ათასი ლარი მილენიუმ ჰაუსი, 10 ათასი ლარი ჰილს დეველოპმენტი, 10 ათასი ლარი კომუნიკომი (Motorola Solutions პლატინიუმის პარტნიორი კომპანია საქართველოში), 5 ათასი ლარი გეოპლანტი * გურიელი, 5 ათასი ლარი კარტლის აგროსისტემები, 5 ათასი ლარი იმუნიზაციის ცენტრი, 3 ათასი ლარი გლობალ ტანდარტმშენი, ათასი ლარი ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები. StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ამ დროისთვის ფონდში შენატანები განახორციელა 3 ათას 300-ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund მადლობა ერთიანობისთვის!
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)