|
2020-04-10 15:36:32, 1598 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კომპანია „წიგნების თარო“ ონლაინ სკოლას ქმნის
„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და კომპანია „წიგნების თაროსთან“ პარტნიორობას იწყებს. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვა, ამიტომ პარტნიორობის ფარგლებში, შეიქმნა არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა, რომელიც იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს შესთავაზებს. ახალგაზრდები ბავშვების მომავლისთვის - ასეთია “წიგნების თაროს” ონლაინ სკოლის სლოგანი, რომლის მასწავლებლებიც მაყურებლისთვის საყვარელ სახეებად ქცეული თაროელები, ქვეყნის გამორჩეული ახალგაზრდები არიან. სკოლაში სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ინტერაქციული და გასართობი იქნება. ბავშვები თამაშების და სხვადასხვა მულტიმედიური საშუალების დახმარებით ისწავლიან როგორც სასკოლო, ისე არასასკოლო საგნებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბავშვის კომპლექსური განათლებისთვის: ქართული ენა, ინგლისური და გერმანული ენები, განმავითარებელი მათემატიკა, ადამიანი და ჯანმრთელობა, ბუნება, მითოლოგია, საქართველოს ისტორია, მე და საზოგადოება, ხატვა, მუსიკა, ხელოვნების ისტორია და მსოფლიო ლიტერატურა. სკოლა ფუნქციონირებას 21 აპრილიდან დაიწყებს. გაკვეთილები 15:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება. ერთი გაკვეთილის ხანგძლივობა იქნება 30 წუთი. ჯგუფებში მოსწავლეების რაოდენობა საგნების სპეციფიკის გათვალისწინებით განისაზღვრება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ერთ, ისე ყველა საგანზე, 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით. ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის გაფრთხილებით და ერთმანეთზე ზრუნვით ამ ურთულეს გამოწვევასაც ღირსეულად დავძლევთ და ერთად შევქმნით მომავალს. „საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას, რადგან განათლების ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისათვის რომ COVID 19-თან ბრძოლის პირობებში კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე, შეიქმნა ახალი, უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი ონლაინ სკოლა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კომპლექსური განათლების მიღებაში. ახლა, ამ პირობებში, მნიშვნელოვანია რომ არ გავჩერდეთ და გვახსოვდეს, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeejK6wtIPC4UwuuH5AWM3is31xBZXErMz6CM194wm6BSZ9Sg/viewform
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)