18:46 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 14:40:03, 1703 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთში ძაღლის ხორცს აკრძალავენ

ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძაღლის ხორცის კომერციულ მიზნებში გამოყენებას კრძალავს, აგრეთვე აიკრძალება ძაღლების ფერმები და ამ ცხოველების დაკვლა-წერს Reuters.
"ცივილიზაციის პროგრესმა იმ სტადიას მიაღწია, როცა ძაღლი კომპანიონი და სახლის ბინადარი გახდა, ამიტომ ჩინეთში ეს ცხოველები პირუტყვად აღარ ჩაითვლებიან",-წერია ოფიციალურ დოკუმენტში.
აგრეთვე სამინისტრო ავრცელებს ცხოველების იმ ნუსხას, რომლების კომერციულ მიზნებში გამრავლება აკრძალული არ იქნება, ასეთი სულ 18 სახეობაა, მათ შორის მსხვილფეხა საქონელი, ღორები, ფრინველები და აქლემები რჩებიან.
კომერციულ მიზნებში გამრავლებას 13 სახეობის გარეული ცხოველი ექვემდებარება, მათ შორის არიან-ჩრდილოეთის ირემი, ალპაკა, სირაქლემა,ხოხობი და მელიების რამდენიმე სახეობა.
პირველი ჩინური ქალაქი, სადაც ძაღლების ჭამას 1 მაისიდან აკრძალავენ, შენჩჟენი გახდება. ითვლება, რომ გუანდუნის პროვინციაში, სადაც ეს ქალაქი მდებარეობს , ძაღლის ხორცზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია.
გავრცელებული ინფორმაციით ამ რიგი აკრძალვების წინაპირობა კორონავირუსის გავრცელება გახდა. ოფიციალურად ითვლება, რომ მომაკვდინებელი ვირუსის პირველწყარო ქალაქ უხანის ხორცის ბაზარში გაჩნდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 0 პაციენტმა ღამურა ან გველი შეჭამა, რის შედეგად COVID-19-ით დაინფიცირდა. 
Humane Society International-ის ცნობით ჩნეთში ყოველწლიურად 10 მილიონი ძაღლი კომერციული მიზნებისთვის იკვლება. ქალაქ იუილინ-ში ყოველწლიურად ძაღლის ხორცის ფესტივალი ტარდება.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics