18:58 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 15:24:08, 1249 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც უფლება აქვს მიღებული იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში

ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს უფლება მიღებული, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.

მისი თქმით, შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო და შემოწმებას ერთობლივად რამდენიმე უწყება აწარმოებს.

„ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. შემოწმებული იქნა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა, ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. გვქონდა შემთხვევები, როცა სრულად იყო დაცული რეგულაციები, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მიღებული იქნა აღნიშნული მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება, ვიდრე ისინი სრულად არ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics