12:14 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 00:40:46, 14262 ნახვა

ომი უკრაინაში
დავითაშვილი - ახალი სახელმწიფო პროგრამით, ბიზნესი საკუთარი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს მოსახლეობის პროდუქციით უზრუნველყოფას

ახალი სახელმწიფო პროგრამით, ბიზნესი მოახდენს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და მათი აუცილებელი პროდუქციით უზეუნველყოფას - ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მან მოუწოდა კომპანიებს პროგრამაში ჩართვისაკენ და აღნიშნა, რომ მათ პროგრამის პირობების და მოთხოვნების გასააზრებლად გარკვეული დრო დასჭირდებათ.

„დღეის მდგომარეობით, პირველადი საჭიროების და მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტების  კომპენსირება გადაწყდა მთავრობის მიერ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ვახორციელებთ ფასების დეტალურ მონიტორინგს. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესსექტორთან; ამის უფლება გვაქვს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ამ მდგომარეობაში ყველამ საგანგებოდ უნდა ვიმუშაოთ.  მე მაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ფაქტობრივად, ყველა რგოლთან, ძალიან ბევრ ბიზნესსუბიექტთან და ვიცი მათი განწყობები. ხშირ შემთხვევაში, ისინი ძალიან სოლიდარულები არიან. ამ მოცემულობაში ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ხაზგასმით აღვნიშნავ, ერთი მხრივ, თუ იქნება დარღვევები, მთავრობის დადგენილებაში გაწერილია სანქციები  - ძალიან დიდი ჯარიმები კომპანიებისთვის, რომლებიც ამ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და, მეორე მხრივ, პროგრამებში მონაწილეობა არის კომპანიების ბიზნესუპირატესობაც. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც  ბიზნესი თავისი ინტერესების დაზიანების გარეშე მოახდენს საზოგადოების ინტერესების დაცვას და მათი აუცილებელი პროდუქციით უზრუნველყოფას. მოვუწოდებ კომპანიებს, რომ ჩაერთონ ამ პროგრამაში. გარკვეული დრო დასჭირდათ კომპანიებს პროგრამის პირობების და მოთხოვნების გასააზრებლად, საჭირო იყო პროცედურების გავლა. ბოლო მონაცემებით, 16-ზე მეტი კომპანია აფორმებს ხელშეკრულებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, რომ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული კომპენსაცია მიიღოს. ამავდროულად, პროგრამა გულისხმობს ვალდებულებებს, რომ კომპანიებმა პროდუქციის ფასი არ გაზარდონ. ამ კვირის  განმავლობაში ზეთის, მაკარონის, ფქვილის ბევრი იმპორტიორი უკვე ჩაერთვება პროგრამაში და, შესაბამისად, თუ იყო ფასებთან დაკავშირებით გარკვეული რყევები და რაზეც მოსახლეობას ჰქონდა მყისიერი რეაქცია, ჩვენს ცხელ ხაზზე მუდმივად შემოდის ინფორმაცია, ეს ყველაფერი დარეგულირდება“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics