16:54 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 18:34:05, 1510 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი პროგნოზით, პიკს ორი-სამი კვირის შემდეგ მივაღწევთ, თუმცა ეს პიკი არ იქნება აფეთქება

„ორ-სამ კვირაში მივაღწევთ პიკს და ორი-სამი კვირის მანძილზე შენარჩუნდება და თვე-ნახევრის შემდეგ,  ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მისი პროგნოზია და ემყარება მის პირად გამოცდილებას.

„ჩემი პროგნოზით, პიკი იქნება ორი-სამი კვირის შემდეგ, ესაა ჩემი პროგნოზი, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და ამაზე მე თავს ვერ დავდებ. პირველივე დღიდან ჩართული ვარ ამ პროცესებში, ჩემი პროგნოზით, პიკს ორი-სამი კვირის შემდეგ მივაღწევთ, ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, როგორც გითხარით, რამოდენიმე ათეული შემთხვევით მატება და არა რამოდენიმე ასეულით. ორ-სამ კვირაში მივაღწევთ პიკს და ორი-სამი კვირის მანძილზე შენარჩუნდება და თვე-ნახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო აქედან მინიმალური დანაკარგით გამოვა და შემდეგ მოგვიწევს სოლიდარობა და ერთად ყოფნა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics