2015-08-11 16:55:29, 553 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.2980 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3024 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 2.5356 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.5174 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0182 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან