|
2020-04-06 17:48:10, 1360 ნახვა
საზოგადოება
საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ
ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს. სამწყობრო მოედანზე საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები რეგიონში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე ინაცვლებენ. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით მოქალაქეების გადაადგილების კონტროლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ბრიგადის პირადი შემადგენლობა გორის შესასვლელებთან 5 საკონტროლო გამშვებ პუნქტზეა მობილიზებული. ხუთივე საგუშაგოსთან საველე სამედიცინო პუნქტებია მოწყობილი, სადაც I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ექიმები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. დღის განმავლობაში ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მედპერსონალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და აღმოსავლეთის სარდლობის მართვის ცენტრს ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის. თერმოსკრინინგის გავლამდე მოქალაქეებისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, რათა არ დაირღვეს 2-მეტრიანი დისტანცია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციას სამედიცინო პუნქტებთან დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო სისტემების დახმარებით იღებენ. ადგილზე განთავსებულია საინფორმაციო ბანერებიც. პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ავტომანქანას სპეციალური ხსნარებით დეზინფექციას უტარებენ.
შეერთებულმა შტატებმა პუტინს თანხმობა სთხოვა უკრაინისთვის ნატოს ქარტიის ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებზე
საქართველოს ბანკი უკვე 10 წელია ლიდერატორის პროგრამით ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)