08:30 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-06 16:34:28, 1267 ნახვა

საზოგადოება
COVID-19-ით ინფიცირებული სპორტსმენი მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ბოდიშს უხდის

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი, გიორგი ღვინჯილია ვიდეომიმართვას ავრცელებს და მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ბოდიშს უხდის.

როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა.

„ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება, მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. არანაირი სიმპტომები არ მქონდა, არც სიცხე, არც ხველა და არც ყელის ტკივილი. ვიყავი სრულიად ჯანმრთელი, თავს მშვენივრად ვგრძნობდი და 28 მარტს საქმეზე წავედი ზუგდიდში. მოვინახულე მეგობარი, ოჯახში შევედი, ხელის ჩამორთმევა არ ყოფილა, უბრალოდ 1 საათს გავჩერდი და წავედი სოფელ ლიაში. იქაც ოჯახში ვიყავი, 1 ღამე გავატარე, შემდეგ წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, ბებიაჩემის საფლავზე. იქაც კონტაქტი მქონდა ერთ ოჯახთან, დისტანციურად, ხელის ჩამორთმევის გარეშე".

მისი თქმით, მას მჭიდრო კონტაქტი მხოლოდ 16 ადამიანთან ჰქონდა.

„ის, რომ ჩემზე ლაპარაკობენ, თითქოს რუსეთის მოქალაქე ვარ, ახალი ჩამოსული ვარ და მოვიარე სამეგრელო, ესაა ცრუ ინფორმაცია. ისიც, რომ მე აფხაზეთიდან გამოვედი სამეგრელოში, სიცრუეა. ისიც რომ მე ვიყავი ჩხოროწყუში დაბადების დღეზე, სიცრუეა. კიდევ გამივრცელეს ჭორი, რომ ეკლესიაში ვიყავი წირვაზე. კიდევ ის, რომ მოვიარე სამეგრელო და მქონდა 150 კაცთან კონტაქტი, ესეც სრული სიცრუეა. მე კონტაქტი მქონდა მაქსიმუმ 16 ადამიანთან, აქედან, 4 ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი, აქედან ერთთან სახლში ვიყავი, ერთი ბოთლიდან და ერთი ჭიქიდან ვსვამდით. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ისინი კარანტინში მოექცნენ. მათგან ოთხი პირს ჰქონდა ახლო კონტაქტი, არცერთს არ დაუდასტურდა ვირუსი, ასევე, კარანტინში მყოფებს არ აქვთ სიმპტომები“, -  განაცხადა გიორგი ღვინჯილიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics