|
2020-04-06 09:22:28, 6894 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საგანგაშო არაფერია და აღნიშნული ნაბიჯი მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით გადაიდგა. ბორის ჯონსონს ჰოსპიტალში გამოკვლევები ჩაუტარდება. მას კვლავ უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა. შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონს COVID-19 27 მარტს დაუდგინეს, რის შემდეგაც ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზოლაციაში გადავიდა და ქვეყნის მართვა სახლიდან განაგრძო. გართულებების არქონის შემთხვევაში მას გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ისევ სახლში დააბრუნებენ. ცნობისთვის, ბორის ჯონსონის გარდა კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)