2015-08-11 11:40:17, 470 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი მიშელ პლატინის შეხვდა
ჩვენთვის დიდი პატივია UEFA-ს სუპერთასის მასპინძლობა თბილისში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება ქვეყნისთვის და დიდი ზეიმი ფეხბურთის მოყვარულებისთვის,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერმა მიშელ პლატინის მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოსა და UEFA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან