|
2015-08-11 11:18:45, 480 ნახვა
ეკონომიკა
ივლისში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 0.2%-ით გაიზარდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ივლისის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 0.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 49 203 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის ივლისთან (39 581 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 24.3%-ით, 2012 წლის ივლისთან (44 461 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 10.7%-ით, 2013 წლის ივლისთან (44 888 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 9.6%-ით და 2014 წლის ივლისთან (49 081 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 0.2%-ით. წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 0.1%-ით გაიზარდა: კლება დაფიქსირდა პირველადი (1.6%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (0.6%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის ივლისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 1.169 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.167). როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების მეორადი (1.0%-ით), ხოლო შემცირდა პირველადი (2.6%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის ივლისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 9 864, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 39 339 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.891 და 1.269 დონეებზე დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: მიმდინარე წლის ივლისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.0%-ს მეორადი, ხოლო 20.0%-ს - პირველადი სა რეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2014 წლის ივლისში კი - შესაბამისად 79.4% და 20.6%).
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)